MTP

»ნორვეგიული ზღაპრები«
ასბიერნსენი და მო

ეს არის კლასიკური ნორვეგიული ხალხური ზღაპრების კრებული, რომელიც 1840 წელს შეაგროვეს პეტერ კრისტენ ასბიერნსენმა და ეთნოგრაფმა, ეპისკოპოსმა და მწერლმა იორგენ მუმ. სწორედ მათ შთააგონეს ზღაპრების შეგროვება გერმანელ ძმებ გრიმებს, რომლებიც, თავის მხრივ, ნორვეგიულ ზღაპრებს ძალიან მაღალ შეფასებას აძლევდნენ. იაკობ გრიმი, მაგალითად, წერდა, რომ ისინი საუკეთესოა იმ ზღაპრებს შორის, რომელიც დაბეჭდილა.

ასევე კლასიკურია კრებულში გამოქვეყნებული ილუსტრატრაციებიც, რომელთა ავტორები არიან ნორვეგიელი მხატვრები და ილუსტრატორები თეოდორ კიტელსენი და ერიკ ვერენშიოლდი. ზღაპრები თარგმნილია ორიგინალური ნორვეგიულიდან, ყოველგვარი ცენზურის გარეშე.

აღსანიშნავია, რომ კრებულში შესული ზოგიერთი ზღაპარის პერსონაჟი ძალიან ნაცნობიც კი შეიძლება იყოს ქართველი მკითხველისთვის _ განსაკუთრებით გამორჩეულია ამ მხრივ უმცროსი ძმა ასკელადი, ნაცრის ბიჭი, რომელიც ქართველ ნაცარქექიას ჰგავს არა მარტო სახელით, არამედ ხასიათით.

ISBN: 9789941090295
ყდა: რბილი
გვერდების რაოდენობა: 207
გამოცემის წელი: 2016
ღირებულება: 14.90 ლ
წონა: 240 გრ

ფორმატი: 14.5/19
Share on Facebook