MTP

»ჰედა გაბლერი«
ჰენრიკ იბსენი

„ჰედა გაბლერი“ ჰენრიკ იბსენის შემოქმედების გვიანი პერიოდის ამბივალენტური დრამაა, რომელიც ყველაზე ბევრჯერ დაიდგა სცენაზე. თავად ჰედა გაბლერის სცენიური გმირი ერთ-ერთ ყველაზე დიდ ენიგმატურ როლად მიიჩნევა. მას სხვადასხვა დროს თეატრისა და კინოს ისეთი ვარსკვლავები ასრულებდნენ, როგორებიც არიან ინგრიდ ბერგმანი, ანეტ ბენინგი, ქეით ბლანშეტი, ანჯელინა ჯოლი და სხვები.

„ჰედა გაბლერი“ ცხოვრების არსისა და ადამიანური ურთიერთობების შავი, ნაწილობრივ იუმორისტული აღწერაა. ბევრი ჰედრას მსხვერპლად მიიჩნევს, სხვები კი ხაზს უსვამენ მისი, როგორც ქედმაღალი, ეგოისტი და გარყვნილი გენერლის ასულის აქტიურ ხასიათს და ფიქრობენ, რომ ქალიშვილს ისეთვე მცირე კონტაქტი აქვს სამყაროსთან, როგორც სასახლეში გამოკეტილ პრინცესას; ზოგისთვის ჰედა გაბლერი მეამბოხეა, რომელიც უჯანყდება იმას, რაც სძულს. მარტივი სიმართლე კი ისაა, რომ ჰედას ცხოვრება სასაცილოდ, უღირსად და ყალბად ეჩვენება. ქალიშვილს, რომელიც ცხოვრებისგან დაღლილი ნიჰილისტია, უფრო მეტი და უფრო მშვენიერი უნდა. ასეთ მდგომარეობაში იგი თამაშობს საბრალო, გულუბრყვილო ადამიანებით, რათა არ მოიწყინოს. ამ შემთხვევაში კი პროვოკაცია პროტესტი კი არა, თავის გახალისების მცდელობა უფროა.

ჰაროლდ ბლუმი, იელის უნივერსიტეტის ერთ-ერთი წამყვანი ლიტერატურათმცოდნე მიიჩნევს, რომ ჰედა გაბლერი იბსენის სხვა ადრეულ დრამატულ პერსონაჟებს არ უნდა შევადაროთ. ის, მისი აზრით, უფრო იაგოა „ოტელოში“, ან „საშინლად მომხიბლავი“ ავბედითი ჰულდრა. გენერლის ქალიშვილი მიჩვეულია ჰქონდეს ყველაფერი, რაც სურს. თაყვანისმცემლებით გარშემორტყმული ცდილობს თავი დააღწიოს ბანალურობას და გათავისუფლდეს იმ ქსელისგან, რომელიც თავადვე გააბა. ჰედა ცინიკურია, ცხოვრებისგან დაღლილი და ყინულივით ცივი, მაგრამ დაუცველი და მეამბოხე. ის ეს-ესაა დაბრუნდა თაფლობის თვის ნახევარწლიანი მოგზაურობიდან, როდესაც ქალაქში მისი ძველი სიყვარული ჩამოდის.

ISBN: 9789941080098
ყდა: რბილი
გვერდების რაოდენობა: 144
გამოცემის წელი: 2015
ღირებულება: 10.90 ლ
წონა: 270 გრ

ფორმატი: 14.5/19
Share on Facebook