MTP

»კალოკაინი«
კარინ ბოიე

ბოიემ მომავლის საზოგადოება დახატა, სადაც ინდივიდს უმნიშვნელო ღირებულება ჰქონდა, სახელმწიფო კი ყველაფერი იყო. რეჟიმმა, სარგებ­ლიანობამ, ლოგიკამ და სახელმწიფოებრივმა ხედვამ გაანადგურა ისეთი ძველმოდური ცნებები და წარმოდგენები, როგორებიცაა: სიყვარული, თავისუფლება, ოჯახი და ნდობა ინდივიდის მიმართ. უფრომაღალ და უფრო კეთილშობილურ დონეზე მყოფი ახალი ყოვლისმომცველი სახელმწიფო თავის უფლებამოსილებაში იღებს ყველანაირ გადაწყვეტილებას და ანადგურებს ინდივიდებს. სოციალისტური და ნაცისტური ტექნოკრატიული სახელმწიფოს ნაზავში ჩვენ თვალ­ყურს ვადევნებთ ცხოვრებას, სადაც ბავშვები შვიდი წლის ასაკიდან ბავშვთა ბანაკებში იზრდებიან და სადაც იძულებით დანიშნული სახლის ასისტენტი ყოველკვირას სახელმწიფოს ანგარიშს აბარებს ანტისახელ­მწიფოებრივ ქმედებებზე. ინდივიდების კონტროლსა და ასეთ ფსიქიკურად დამონებულ, მორჩილი საზოგადოების შექმნას, რასაკვირველია, შეიძლება მრავალი მიზეზი ჰქონდეს.

კარინ ბოიეს „კალოკაინი“ რვა წლით ადრე დაიწერა, ვიდრე ჯორჯ ორუელის „1984“, ოლდოს ჰაქსლის „საოცარ ახალ სამყაროზე“ კი _ ცხრა წლით გვიან, მსგავს შავბნელ თემაზე. ევგენი ზამიატინის „ჩვენ“ იყო კრიტიკის პირველი ხაზი, არსებული სოციალისტური ტოტალიტარული რეჟიმის შავბნელ გზებზე, ჯერ კიდევ ლენინის დროს, 1921 წელს. ამის გამო ის გადაასახლეს და მისი წიგნიც აიკრძალა. ბოეს შემდგომში ჰქონდა პირადი გამოცდილება სოციალისტური სახელმწიფოსი, მას შემდეგ, რაც ის გერმანიაში ცხოვრობდა იმ დროს, როდესაც მისი ძალაუფ­ლება ძლიერდებოდა, მაგრამ ასევე მკვეთრად კრიტიკული იყო საბჭოთა კავშირისა და ლენინიზმიდან განვითარებული სტალინიზმის მიმართ.

შვედეთში, გეტებორგში, დაბადებულმა კარინ ბოიემ მოწიფულობის წლების უმეტესობა ბერლინში გაატარა და ხედავდა სოციალისტური და ნაციონალურ-სოციალისტური ძალები როგორ სძლევდნენ ჰუმანისტურ დასავლურ კულტურას. მეორემ სოფლიო ომის დასაწყისში ბოიე შვედეთში დაბრუნდა და თავი მოიკლა. კარინ ბოიე უფრო მეტად თავისი პოეზიითაა ცნობილი. „კალოკაინი“ მისი ყველაზე ცნობილი და აღიარებული რომანია, რომელიც ათზე მეტ ენაზეა თარგმნილი.

ISBN: 9789941088476
ყდა: რბილი
გვერდების რაოდენობა: 185
გამოცემის წელი: 2016
ღირებულება: 12.90 ლ
წონა: 180 გრ

ფორმატი: 14.5/19
Share on Facebook