MTP

»ლუდის ბოთლის რომანი«
მიკო რიმინენი

ავტორს ზოგი ბეკეტს ადარებს, ზოგი კი კაურისმიაკის. და, შესაძლოა, სწორედ ამ ორი გენიოსის კომბინაციამ მიგვანიშნოს, რას აკეთებს რიმინენი ამ წიგნში, რომელშიც თითქმის არასდროს არაფერი ხდება. რიმინენმა თავის სადებიუტო რომანში, რომლისთვისაც დაჯილდოვდა კიდეც, საზოგადოებისაგან გარიყული მეგობრების, ახირებული ადამიანების ცხოვრება გააცოცხლა. სამი არც თუ წარმატებული ადამიანი ლუდის ნისლში, სასოწარკვეთილებასა და კიდევ უფრო მეტ სასოწარკვეთილებას შორის იჭყლიტება. ეს არის შავი იუმორი სამ განკიცხულ ადამიანზე, რომელთა მიმართაც მკითხველი გულგრილი ვერ რჩება და გულშემატკივრობს მათ.

რომანი ფინური ლიტერატურის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო ნიმუშია, მწერალი ამ ნაწარმოებისთვის არაერთი პრიზით დაჯილდოვდა. ნაწარმოები გარკვეულწილად გვახსენებს ერვინ უელშის რომანს Trainspotting-ს. ის, რაც უელშმა ედინბურგზე გააკეთა, რიმინენმა ჰელსინკიზე შექმნა. იმედია, ერთხელაც რომელიმე ქართველი მწერალი თბილისზეც შეჩერდება.

ISBN: 9789941080074
ყდა: რბილი
გვერდების რაოდენობა: 219
გამოცემის წელი: 2015
ღირებულება: 12.90 ლ
წონა: 280 გრ

ფორმატი: 14.5/19
Share on Facebook