MTP

»მოგზაურობა ჩემი ოთახის გარშემო«
ქსავიერ დე მესტრი

წიგნი გვიყვება ეპიკურ მოგზაურობაზე, მიუხედავად იმისა რომ ერთი ოთახითაა შემოსაზღვრული და შეიძლება როგორც პაროდია ისე წავიკი­თხოთ. მოგზაურობის ავტორი სულიერად სემიუელ ბეკეტსა და მიგელ დე სერვანტესს ენათესავება. ეს არის ასევე ფილოსოფიური, ფსიქოლოგიური და ისტორიული კვლევა, რომელიც თანამედროვე, გულუბრყვილო და ოპტიმისტურ კონცეფციას პროგრესის შესახებ კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს. ნაწარმოებში განმანათლებლების იდეები და ფრანგი რევოლუციონერების ცხოვრება კლასიკური ბერძნული ეპოქის იდეებთან და ყოფასთანაა შედარებული. შეიძლება ასეც ითქვას, რომ ქსავიერი თავისი თანამემამულე არისტოკ მიშელ დე მონტენივით წერს, მაგრამ მისი დასკვნები პირადი დაკვირვებების შედეგია.

ქსავიერ დე მესტრი 1763 წელს დაიბადა სავოიის დეპარტამენტის ქალაქ შამბერში, რომელიც ამ დროს პიემონტ სარდინიის სამეფოს ეკუთვნოდა. ის მეთორმეტე ბავშვი იყო თხუთმეტშვილიან ოჯახში. ახალგაზრდა არისტოკრატი ქსავიერი ფრანგ რევოლუციონერებს გაექცა და იაკობინელების­გან თავის გადარჩენის მიზნით, ტურინის მახლობლად გადავიდა მაშინ, როდესაც მათ სავოი დაიკავეს. თუმცა ტურინში იგი დუელში მონაწილეობის გამო დააკავეს. ქსავიერს ოთახის დატოვების უფლება არ ჰქონდა და ოთხ კედელს შორის გამოკეტილმა დაწერა ეს წიგნი, რომელიც შემდეგ კლასიკად იქცა. მოგვიანებით მესტრი სპარსელებს ებრძოდა კავკასიაში. ახალციხეში მძიმედ დაიჭრა მკლავში და სამხედრო სამსახური დატოვა.

ISBN: 9789941063701
ყდა: რბილი
გვერდების რაოდენობა: 130
გამოცემის წელი: 2014
ღირებულება: 6.90 ლ
წონა: 100 გრ

ფორმატი: 13.5/13.5
Share on Facebook