| 
        
          |  უმდიდრეს შვეიცარულ ოჯახში დაბადებული კონრად ლანგი, რომლის ცხოვრებაც თითქოს ერთდროულად მარტივიც არის, გასაიდუმლოებულიც და ცარიელიც, წონასწორობას კარგავს და შემთხვევით, კორფუში, ოჯახის ვილას გადაწვავს. 
 სწორედ იმ დროს, როცა როზმარის სიყვარული ეწვევა, იგი მეხსიერების ერთ ნაწილს კარგავს და მეორის აღდგენას იწყებს. წარსულის აჩრდილები ბრუნდებიან. ამ ემოციურ და ჩამთრევ ისტორიაში ნათელი ხდება, რომ ის, რაც ერთ დროს, ყველას სიმართლე ეგონა, სიმართლე სულაც არ ყოფილა.
 
 წიგნს საერთაშორისო აღიარება ხვდა წილად. მისი მიხედვით გადაღებულია ფილმი, რომელშიც მთავარი გმირის როლს ჟერარ დეპარდიე ასრულებს.
 
 საოცარი წიგნი
 Focus გერმანია
 
 ეს რომანი ღვთის მოულოდნელი  საჩუქარია. ნაწარმოებს დაუსრულებლად გასდევს თანაგრძნობა და სინაზეც კი, რომელიც  თემის სიმძიმეს არბილებს.
 L'Express საფრანგეთი
 
 ეს წიგნი ყველაზე მგრძნობიარე და ამაღელვებელი რომანია, რაც კი წამიკითხავს. სიყვარულისა და დანაშაულის ისტორია თავის ძალას ბოლო გვერდამდე ინარჩუნებს. ემოციები გადმოცემულია ძალიან ზუსტი და ლაკონური ენით და ეს ენა ბოლომდე შენარჩუნებულია.
 Süddeutscher Rundfunk გერმანია
 
 დრამატული ისტორია ოსტატურად და ფაქიზად არის ჩაქსოვილი დეტექტივში.
 Süddeutsche Zeitung გერმანია
 |  
                | 
                  
ISBN: 9789941908033 
ყდა: რბილი 
გვერდების რაოდენობა: 196 
გამოცემის წელი: 2013 
ღირებულება: 9.90 ლ 
წონა: 200გრ
ფორმატი: 13.5/20   |  |