MTP

»პატარა სამყარო«
მარტინ ზუტერი

უმდიდრეს შვეიცარულ ოჯახში დაბადებული კონრად ლანგი, რომლის ცხოვრებაც თითქოს ერთდროულად მარტივიც არის, გასაიდუმლოებულიც და ცარიელიც, წონასწორობას კარგავს და შემთხვევით, კორფუში, ოჯახის ვილას გადაწვავს.

სწორედ იმ დროს, როცა როზმარის სიყვარული ეწვევა, იგი მეხსიერების ერთ ნაწილს კარგავს და მეორის აღდგენას იწყებს. წარსულის აჩრდილები ბრუნდებიან. ამ ემოციურ და ჩამთრევ ისტორიაში ნათელი ხდება, რომ ის, რაც ერთ დროს, ყველას სიმართლე ეგონა, სიმართლე სულაც არ ყოფილა.

წიგნს საერთაშორისო აღიარება ხვდა წილად. მისი მიხედვით გადაღებულია ფილმი, რომელშიც მთავარი გმირის როლს ჟერარ დეპარდიე ასრულებს.

საოცარი წიგნი
Focus გერმანია

ეს რომანი ღვთის მოულოდნელი საჩუქარია. ნაწარმოებს დაუსრულებლად გასდევს თანაგრძნობა და სინაზეც კი, რომელიც თემის სიმძიმეს არბილებს.
L'Express საფრანგეთი

ეს წიგნი ყველაზე მგრძნობიარე და ამაღელვებელი რომანია, რაც კი წამიკითხავს. სიყვარულისა და დანაშაულის ისტორია თავის ძალას ბოლო გვერდამდე ინარჩუნებს. ემოციები გადმოცემულია ძალიან ზუსტი და ლაკონური ენით და ეს ენა ბოლომდე შენარჩუნებულია.
Süddeutscher Rundfunk გერმანია

დრამატული ისტორია ოსტატურად და ფაქიზად არის ჩაქსოვილი დეტექტივში.
Süddeutsche Zeitung გერმანია

ISBN: 9789941908033
ყდა: რბილი
გვერდების რაოდენობა: 196
გამოცემის წელი: 2013
ღირებულება: 9.90 ლ
წონა: 200გრ

ფორმატი: 13.5/20
Share on Facebook