MTP

»პატარა ქალები«
ლუიზა მეი ოლკოტი

პირველად ქართულ ენაზე წიგნის სრული ვერსია. ორივე (პირველი და მეორე) ნაწილი.

ეს გახლავთ შესანიშნავი ისტორია ოთხ დასა და მათ ოჯახზე საოცრად ნამდვილი, ცოცხალი, მკაფიო და გასაგები ენით გადმოცემული. მოიცავს ყველაფერს ყოველდღიური ცხოვრების წვრილმანებიდან სიკვდილ-სიცოცხლის საკითხების ფილოსოფიურ ჭვრეტამდე. წიგნი არის უბერებელი კლასიკის ნიმუში, რომელმაც მკითხველთა არაერთი თაობა შთააგონა მას შემდეგ, რაც ის პირველად დაიბეჭდა 1860 წელს. ეს საოცარი ისტორია უამრავი ფილმის მუზადაც იქცა.

„საეჭვოა, ამერიკელი მწერალი ქალების რომელიმე ნოველა გამხდარიყო უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე ლუიზა მეი ოლკოტის „პატარა ქალები“. The New Yorker 2018

„პატარა ქალები“ ათასჯერ მაინც წავიკითხე, წერდა სინთია უზეკი. უამრავ ცნობილ ადამიანს დაუწერია, თუ რას ნიშნავდა ეს წიგნი მათთვის. ნორა და დილია ეფრონი, ბარბარა კინგსოლვერი, ჯეინ სმაილი, ურსულა ლე გუინი, ენ ტაილერი, სუზან სონტაგი, მერი გორდონი, ჯუმპა ლაჰირი, სტეფანი მაიერი ეს ჩამონათვალი ადასტურებს, რომ ნაწარმოების ზეგავლენა სწვდება მაღალინტელექტუალურ პირებსაც და ჩვეულებრივ მოკვდავებსაც და სცდება ამერიკის შეერთებული შტატების საზღვრებს. დორის ლესინგი, მარგარეტ ეტვუდი, და ა.ს. ბაიატი - ყველანი ვალში არიან მასთან.

ლუიზა მეი ოლკოტი არატრადიციულ ოჯახში გაიზარდა. მის იდეალისტ, ტრანსცენდენტალისტ მამას ხშირად სტუმრობდნენ მეგობრები, რომელთა შორის იყვნენ თოროუ, ემერსონი და ჰოთორნი. ლუიზამ ადრეულ ასაკშივე გადაწყვიტა, რომ თავისი საკუთარი იდეების მიხედვით ეცხოვრა და ასეც მოიქცა. მან მხოლოდ დიდებული წიგნები როდი დაწერა მისმა ცხოვრებამ შექმნა შთამაგონებელი ლეგენდა ქალთა თაობებისთვის.

ISBN: 9789941824197
ყდა: რბილი
გვერდების რაოდენობა: 597
გამოცემის წელი: 2020
ღირებულება: 19.90 ლ
წონა: 390 გრ

ფორმატი: 14.5/19
Share on Facebook