MTP

»საზაფხულო წიგნი«
ტუვე იანსონი

ყოველ ზაფხულს ერთი ოჯახის სამი თაობის წარმომადგენელი: ბებია, მისი ვაჟიშვილი და შვილიშვილი სოფია, განმარტოებულ კუნძულზე ატარებს. ბრძენი და ექსცენტრული ბებია და მისი პატარა შვილიშვილი სოფია, წიგნის მთავარი გმირები არიან. წიგნი მოგვითხრობს, როგორ ატარებენ ისინი ზაფხულს, მოგვითხრობს მათ პრობლემებზე, ურთიერთობაზე,: საინტერესო, იუმორით სავსე, ფილოსოფიურ მსჯელობასა და დასკვნებზე. მართალია, ტუვე იანსონს წიგნში სხვა გმირებიც შემოჰყავს, მაგრამ ისინი მხოლოდ გაკვრით გამოჩნდებიან და მალევე ქრებიან. ეს მაინც სოფიას ბებიასთან და მამასთან ურთიერთობის, სამყაროს მისეული წვდომის, სიცოცხლის არსის შეცნობის ისტორიაა. წიგნს მაღალი შეფასება და აღიარება ხვდა წილად მთელ მსოფლიოში.

ტუვე იანსონი, ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და პატივდებული ფინელი მწერალი და ფინეთის შვედურენოვანი უმცირესობის წარმომადგენელია. იგი დაიბადა და გაიზარდა შემოქმედ და ბოჰემურ ოჯახში,: მამამისი მოქანდაკე, დედა კი მხატვარი იყო,: რომელიც ზაფხულობით ბალტიის არქიპელაგზე ცხოვრობდა.

'ტუვე იანსონი გენიოსი იყო. ეს არის საოცარი, ლამაზი და ბრძნული ამბავი, რომელიც თან ძალიან სასაცილოა'.
ფილიპ პულმანი 'რობინზონ კრუზოს შემდეგ, მხოლოდ რამდენიმე წიგნმა გააცოცხლა კუნძულის ცხოვრება და ხიბლი ისე ძლიერად, როგორც ამ ფინურმა ნოველამ'
The Observer

'საზაფხულო წიგნი' საოცრად ამაღლებული, სიბრძნითა და დახვეწილი იუმორით არის სავსე.
Daily Telegraph

საოცარი წიგნია. დიდი და გულახდილი პროზაა.
Independent on Sunday

იუმორისა და პოეზიის ლამაზი ნაზავია, რომელიც უმნიშვნელო საგნებზე გულდასმული დაკვირვების შედეგად არის მიღებული.
Daily Mail

ექსცენტრული, მხიარული, მხიარულებითა და პატარა თავგადასავლებით სავსე ბრძნული ამბავია. ეს ცხოვრების წიგნია.
Esther Freud

'საზაფხულო წიგნი' შესანიშნავი, თბილი წიგნია და სავსეა ცხოვრებისეული სიბრძნით, რომელსაც ყოველდღიურ ცხოვრებაში ვხვდებით.
Liv Ullmann

მიკროკოსმოსური შედევრია. სრულყოფილი, პატარა, წყნარად წასაკითხი წიგნია. 'საზაფხულო წიგნი' იმდენად ჰაეროვანია, წინადადებები ისე საოცრად მარტივი და დატვირთულია, რომ ძნელია იანსონის მხატვრულ დონეს შესაფერისი ეპითეტი მოუძებნო. ეს არის ჯადოსნური წიგნი, რომელიც ისე იკითხება, გეგონება გამჭვირვალე, კამკამა წყალში იყურები და მოულოდნელად, ფსკერი დაინახე. ტუვე იანსონი გენიოსი იყო.
The Guardian

ISBN: 9789941050619
ყდა: რბილი
გვერდების რაოდენობა: 156
გამოცემის წელი: 2012
ღირებულება: 9.90 ლ
წონა: 190გრ

ფორმატი: 13.5/20

Share on Facebook