MTP

»სერიოზული თამაში«
იალმარ სედერბერი

”სერიოზული თამაში” სიყვარულის ამბავია, რომელიც შვედეთში ვითარდება და რომელიც ამავდროულად შვედეთში სიყვარულის ყველაზე დაუვიწყარ ისტორიად ითვლება. ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე რეიტინგული და კლასიკად ქცეული შვედური რომანი აღიარებულმა და დაფასებულმა მწერალმა, იალმარ სედერბერმა დაწერა. იგი არის ოსტატი, რომელსაც თანაბარი სიღრმით შეუძლია დახატოს არა მხოლოდ კაცის, არამედ ასევე ქალის ღრმად ფსიქოლოგიური პორტრეტები. ავტორი ასეთივე გამომსახველობით აღწერს გმირების რთულ და დაძაბულ ურთიერთობებს.

”სერიოზული თამაში” ას წელზე მეტია სიყვარულის დაუვიწყარ ისტორიას მოგვითხრობს და ყოველ ახალ თაობაში პოულობს ერთგულ მკითხველს. მკითხველი თანაუგრძნობს გმირებს, რომლებიც ცხოვრობენ ეპოქაში, როცა შეყვარებულთა ბედს არა სიყვარული, არამედ ოჯახური ინტერესები და წეს-ჩვეულებები განაგებენ.

ლიდიას და არვიდს ერთმანეთი თავდავიწყებით უყვარდებათ, მაგრამ იძულებულნი არიან სხვებზე დაქორწინდნენ. თუმცა სიყვარული დაუმორჩილებელია და ისინი ათი წლის შემდეგ კვლავ ხვდებიან ერთმანეთს.

ISBN: 9789941083969
ყდა: რბილი
გვერდების რაოდენობა: 234
გამოცემის წელი: 2015
ღირებულება: 12.90 ლ
წონა: 270 გრ

ფორმატი: 14.5/19
Share on Facebook