MTP

»სექტემბრის ლირა«
ედიტ სედერგრანი

ლეგენდარული შვედურენოვანი ფინელი პოეტი ედიტ სედერგრანი, რომელიც სკანდინავიური მოდერნიზმის ერთ-ერთი პიონერი იყო, 1892 წელს დაიბადა. მის ლექსებს ეტყობა სიმბოლიზმის, ექსპრესიონისიზმისა, ფუტურიზმისა და რომანტიზმის გავლენა.

„სექტემბრის ლირა“ ედიტ სედერგრანის ლექსების მეორე კრებულია და იგი 1918 წელს გამოიცა. თავად ავტორის თანახმად, კრებული განკუთვნილი იყო ადამიანთა იმ მცირე ნაწილისთვის, რომელიც ახლოს იდგა მომავალთან. ამ კრებულში შესული ლექსები დღესაც თანამედროვეა, გამოირჩევა მდიდარი წარმოსახვით და შთაგონებულია ნიცშეთი.

ედიტ სედეგრანი 1923 წელს 31 წლის ასაკში ტუბერკულოზით გარდაიცვალა რაივოლაში, კარელიაში, სადაც მან ცხოვრების ძირითადი ნაწილი გაატარა. მისი გარდაცვალების დროისათვის, რუსეთის რევოლუციის შედეგად, პოეტის ოჯახის დანაზოგი სრულიად გაუფასურებული იყო. ადგილი, სადაც ედიტ სედეგრანის ოჯახი ცხოვრობდა ახლა ფინეთს აღარ ეკუთვნის, რუსეთის შემადგენლობაშია.

ISBN: 9789941270369
ყდა: რბილი
გვერდების რაოდენობა: 71
გამოცემის წელი: 2017
ღირებულება: 9.90 ლ
წონა: 130 გრ

ფორმატი: 14.5/19
Share on Facebook