MTP

»სილასი და ფეხ-გოდიკი«
სესილ ბოდკერი

სილასი და ბენ-გოდიკი ერთად დააღწევენ თავს გაბრაზებულ და საშიშ სოფლელებს. ცხენებს დღე და ღამე მიაჭენებენ და ბოლოს შორეულ ოკეანისპირა ქალაქში ჩადიან, სადაც ადრე არასოდეს ყოფილან. ცდილობენ, გაარკვიონ, რა გზით გაიტანონ თავი და როგორ იცხოვრონ. ახალი მეგობარი, ბედნიერება, სასოწარკვეთილება და უამრავი სანახაობა _ ეს სილასის თავგადასავლების მეორე წიგნია.

სკანდინავიური საბავშვო წიგნები რომ გამორჩეულად მოსწონთ ბავშვებს, ამას მთელი მსოფლიო აღიარებს. ფინეთს ჰყავს ტუვე იანსონი, შვედეთს _ ასტრიდ ლინდგრენი, დანიას კი _ ჰანს კრისტიან ანდერსენი და სესილ ბოდკერი. სესილ ბოდკერი ყველაზე ცნობილი თანამედროვე დანიელი საბავშვო მწერალია, რომლის წიგნებიც მრავალ ენაზეა თარგმნილი და მილიონობით გაყიდული; მიღებული აქვს უამრავი ძალიან ღირებული ლიტერატურული ჯილდოები.

"ასტრიდ ლინდგრენის დროიდან მოყოლებული, სესილ ბოდკერი ალბათ ყველაზე ნიჭიერი სკანდინავიელი საბავშვო მწერალია."
Times Literary Supplement, London

ISBN: 9789941067181
ყდა: რბილი
გვერდების რაოდენობა: 189
გამოცემის წელი: 2014
ღირებულება: 9.90 ლ
წონა: 170 გრ

ფორმატი: 13.5/20
Share on Facebook