MTP

»ტროლები, ელფები, ჰულდრები,
დრაუგები, გიგრები, ნოკები და ვეტები«
იონას ლიე

"ტროლი ყველა ადამიანშია და ამას ყველა, ვისაც თვალი აქვს, ხედავს."

ასე იწყებდა თავისი წიგნის შესავალს იონას ლიე, რომლის ნათქვამიც მერე აფორიზმად იქცა. არ არის აუცილებელი, სკანდინავიელი იყო, – თუმცა, ეს შეიძლება დაგეხმაროს, – რომ მას დაეთანხმო. ცხოვრება უფრო მრავალფეროვანია, ვიდრე თვალს ძალუძს დაინახოს.

წიგნი თქვენ უცნაური არსებებისა და ამბების სამყაროში შეგიძღვებათ. ამ სამყაროში თქვენ შეხვდებით ტროლებს და ჰულდრებს; შეხვდებით დრაუგებს, გიგრებს, ნოკებსა და ვეტებს, რომლებიც შეიძლება ადამიანის გვერდით აღმოჩნდნენ. აქ ყველაფერია: ავიც და კარგიც, სიბრძნეც და სისულელეც, სიყვარულიც და სიძულვილიც.

იონას ლიე (1833-1908) ნორვეგიული ლიტერატურის ოქროს ხანას მიეკუთვნება. ამ ეპოქის გიგანტებად ოთხი მწერალი მიიჩნევა: ბიორნსტიერნე ბიორნსონი, ალექსანდრ შიელანდი, ჰენრიკ იბსენი და იონას ლიე. იონას ლიე მისტიკოსი იყო და ადამიანის გონების ფარული ძალისა სწამდა. ლიე და მისი მეუღლე – ტომასინი, ოც წელზე მეტი ცხოვრობდნენ გერმანიასა და საფრანგეთში. მწერლის ღრმა პირადი გამოცდილება და ახალი ლიტერატურული მოძრაობის გავლენა – ფანტაზიითა და მისტიციზმით სავსე სულიერი ცხოვრება, – მის ნაწარმოებებში შუეზღუდავად გამოვლინდა და კულმინაციას მიაღწია წიგნებში: ტროლი ჳ და ტროლი ჳჳ. ეს წიგნები, მის შემოქმედებაში, საუკეთესოდ არის მიჩნეული.

ISBN: 9789941063206
ყდა: რბილი
გვერდების რაოდენობა: 188
გამოცემის წელი: 2014
ღირებულება: 9.90 ლ
წონა: 230 გრ

ფორმატი: 13.5/20
Share on Facebook