MTP

»ყინულოვანი ოკეანის მეკობრეები«
ფრიდა ნილსონი

წლის ერთ-ერთი საუკეთესო წიგნი
Dagens Nyheter

ფრიდა ნილსონის საოცარი სათავგადასავლო ამბავი თანამედროვე კლასიკაა, რომელიც ატყვევებს მკითხველს. წიგნის გადადება შეუძლებელია, სანამ მას ბოლომდე არ ჩაიკითხავთ.
Svenska Dagbladet

ჩრდილოეთის ყინულოვან ოკეანესთან, უკიდურეს ჩრდილოეთით მდებარე კუნძულზე სირი და მიკი ცხოვრობენ. მაგრამ იქვე ახლოს ბინადრობს მეკობრე თეთრთავაც. სირიმ უნდა შეძლოს ის, რასაც სხვა ვერავინ ბედავს დაუპირისპირდეს და შეებრძოლოს მეკობრეს, ამიტომ თეთრთავას კუნძულის ძებნას იწყებს.

ეს არის ეპიკური ისტორია დობის, გამბედაობისა და ჰუმანურობის შენარჩუნების მნიშვნელობაზე სასტიკ სამყაროში. ფრიდა ნილსონმა ასტრიდ ლინდგრენისებური ჩახლართული თავგადასავალი შექმნა. ამბავი გვასწავლის, რომ სიკეთეცა და ბოროტებაც თავის კვალს ტოვებს ცხოვრებაში და ყველა, ვინც არ უსმენს საკუთარი სინდისის ხმას, განწირულია.

„ყინულოვანი ოკეანის მეკობრეებს“ შვედური საუკეთესო წიგნის ჯილდო - ავგუსტის პრიზი მიენიჭა.

ISBN: 9789941822780
ყდა: რბილი
გვერდების რაოდენობა: 322
გამოცემის წელი: 2020
ღირებულება: 14.90 ლ
წონა: 320 გრ

ფორმატი: 14.5/19
Share on Facebook