MTP

»შავი ტიტა«
ალექსანდრე დიუმა

ალექსანდრე დიუმამ (მამამ) შექმნა ისეთი ლეგენდარული ნაწარმოებები, როგორებიცაა: 'დარტანიანი და სამი მუშკეტერი', 'გრაფი მონტე კრისტო' და 'კაცი რკინის ნიღბით', შედარებით ნაკლებად ცნობილი, მაგრამ თანაბრად დიდებულია 'შავი ტიტა'.


ალექსანდრე დიუმას (მამას) ჩვენთვის ყოველთვის თავგადასავლები და ხალისი მოაქვს. მოლოდინს იგი არც თავის ერთ-ერთ საუკეთესო რომანში 'შავი ტიტა' გვიცრუებს. რომანი, რომელიც პირველად ითარგმნა და გამოიცა ქართულად, მოგვითხრობს მდიდარი ჭაბუკი მეცნიერის, ექიმისა და ყვავილების ტრფიალის კორნელიუს ვან ბერლეს ცხოვრებისა და სიყვარულის ფათერაკით სავსე თავგადასავალს. ამ რომანში მთავარი გმირი კორნელიუს ვან ბერლე უსამართლოდ ხვდება ციხეში. ცხოვრება მძიმეა, მაგრამ ჩვენი გმირი არასოდეს ღალატობს თავის მისიას.


ფილმში, რომელიც ამ რომანის მიხედვით შეიქმნა, მთავარი გმირი ალენ დელონმა გააცოცხლა.


ალექსანდრე დიუმა (მამა) ერთ-ერთი საუკეთესო ფრანგი კლასიკოსი მწერალია. რომანების გარდა ავტორია მემუარებისა, ნარკვევებისა მოგზაურობაზე: მათ შორის, კავკასიაში და კერძოდ, საქართველოში.


დაკრძალულია პარიზის პანთეონში, ვიქტორ ჰიუგოსა და ემილ ზოლას შორის.

ISBN: 9789941044946
ყდა: რბილი
გვერდების რაოდენობა: 236
გამოცემის წელი: 2012
ღირებულება: 9.90 ლ
წონა: 280გრ

ფორმატი: 13.5/20

Share on Facebook