MTP


»არაკაცები«
ფილიპ კლოდელი
ჩვენ ურჩხულებად ვიქეცით. ამას შეიძლება დავემწუხრებინეთ. მაგრამ სჯობს, უბრალოდ, გავიცინოთ.

უნდა გიყვარდეთ შავი იუმორი. აღიარეთ მესამე ხარისხი და გაუღიმეთ ყველაზე უარეს საშინელებებს.
— L’Express

ეს მონსტრების გალერეა არის ჩამონათვალი იმისა, რაც ჩვენ გვეზიზღება.
— L’Obs

სვიფტის მიერ შთაგონებული და მისივე ზედმიწევნითი მიმდევარი.
— Le Magazine littéraire

დარწმუნებული ვარ, არის სიტუაციები, როდესაც ლიტერატურა ზუმფარის ქაღალდად უნდა გარდაიქმნას, რათა ტვინები გამოფხიკოს: თავიდან ცოტა მტკივნეულია, მაგრამ გიღიტინებს კიდეც. ბოლოს და ბოლოს, ძალიან მოკრძალებულ დონეზე, ამ რომანის შექმნით მხოლოდ იმ გზას მივუყვები, რომელსაც დიდი ხნის განმავლობაში კვალავდნენ პატივსაცემი უხუცესები, პეტრონი, რაბლე, მოლიერი, ვოლტერი, ვილიე დე ლ'ილ-ადამი, ჟარი, ეროტიკული და აბსურდული რომანების აპოლინერი, ჟორჟ ფურესტი, სიურრეალისტები, იონესკო, როლანდ ტოპორი, პიერ დესპროჟე და მრავალნი სხვანი, რომლებიც ჰიპერბოლასა და ფარსს იყენებდნენ ჩვენი ხეტიალის გადმოსაცემად და მაყურებელს ამ ყველაფრის გაშიშვლებით ამხიარულებდნენ.

გასაოცარი, შემაშფოთებელი წიგნია, ერთდროულად სასაცილოც და შემზარავიც. ავტორი ასახავს ჩვენს სამყაროს, რომელიც, როგორც ირკვევა, ცუდი უფროა, ვიდრე კარგი, მაშასადამე, გვაცნობს რეალურ სიტუაციებს, მიუყვება ეკრანზე კურსორს და ქმნის 25 მოთხრობას _ აღმაშფოთებელს, აბსურდულს, გროტესკულსა და მაინც ასე დამაჯერებელს. `ეს უადგილო, პოლიტიკურად არაკორექტული წიგნია, რადგან უკვე საკმარისად ვწერე სიროფივით მსუყე და ტკივილგამაყუჩებელი ენით, რომელიც არასოდეს მოიშლის ჩვენს დადამბლავებას. ვფიქრობ, ზოგჯერ რაღაცები უნდა ვთქვათ", — განმარტავს მწერალი.


ISBN: 9789941276736
ყდა: მაგარი
გვერდების რაოდენობა: 104
გამოცემის წელი: 2023
ღირებულება: 14.90 ლ
წონა: 135გრ
ფორმატი: 14.5/19

Share on Facebook