MTP


»დიდი მოლნი«
ანრი ალენ-ფურნიე
დიდი მოლნი - ფრანგულენოვანი მკითხველის ერთ-ერთი საყვარელი წიგნია. წიგნი, რომელიც ყოველ­თვის ხვდება რეიტინგების ათეულში, თუმცა საფრანგეთს გარეთ ეს წიგნი სათანადოდ არაა დაფასებული. ესაა წიგნი მეგობრობასა და პირველ, ყოვლისმომცველ სიყვარულზე, რომელიც ახალგაზრდა მკითხველს მთელი ცხოვრება გაჰყვება ტკბილმწარე მოგონებებად, ხანდაზმულს კი სიყმაწვილის ოცნებებსა და ვნებებს გაუღვიძებს.

დიდი მოლნი ერთადერთი წიგნია, რომლითაც სახელი გაითქვა ავტორმა. ფურნიემ სხვა წიგნების დაწერა ვერ მოასწრო: 1914 წელს, წიგნის გამოცემიდან ერთი წლის თავზე, ჯარისკაცად გაწვეული მწერალი პირველ მსოფლიო ომში დაიღუპა. ნაწარმოები ფრანგული ლიტერატურის კლასიკად ითვლება.


ISBN: 9789941069987
ყდა: რბილი
გვერდების რაოდენობა: 238
გამოცემის წელი: 2014
ღირებულება: 12.90 ლ
წონა: 300 გრ

ფორმატი: 14.5/19
Share on Facebook