MTP


»ზმანება 38«
შელ ვესტე
შელვესტეს რომანში „ზმანება 38“ მარტივი და ბანალური არაფერია

1938-ში მშვიდობისა და თავისუფლების ახალი ერა იწყებს გაბატონებას. ეს ის დროა, როცა საბჭოთა კავშირი მალე თავს დაესხმება ფინეთს. ჰიტლერი ემზადება, იპყრობს და იმუქრება. ფინეთს ჯერ 1918 წლის სამოქალაქო ომის ჭრილობებიც არ მოუშუშებია. ნაკვალევი დარჩენილია და არაფერია დავიწყებული. გრძელი ჩრდილები 1938 წლამდე აღწევს.

ცოლები, საყვარლები, ძველი მეგობრები ხვდებიან და შორდებიან. ფინელ-შვედი ბატონების კამპანია ყოველთვე იკრიბება, რომ პოლიტიკა და კულტურა მიმოიხილოს. ვესტე ქმნის თრილერის სახის ატმოსფეროს, რომელიც სავსეა შფოთვით, შავბნელი გზებით და ჩვენს დროს მოგაგონებთ. თითოეულ ფიგურას თავისი პირადი პასუხისმგებლობები და ოცნებები აქვს, ვესტე კი ახერხებს, რომ მათი ცხოვრება ჰელსინფორსის ცხოვრების უნივერსალურ კომპლექსში აღწეროს.


ISBN: 9789941817939
ყდა: რბილი
გვერდების რაოდენობა: 372
გამოცემის წელი: 2019
ღირებულება: 14.90 ლ
წონა: 280 გრ

ფორმატი: 14.5/19
Share on Facebook