MTP


»მოგვი მკურნალი«
მარგარიტ იურსენარი
ამაღელვებელი, ბრწყინვალე და ძლიერი ნაწარმოები.
Frankfurter Allgemeine Zeitung

ბრწყინვალე გობელენი შუასაუკუნეების დასავლეთ ევროპისა. ბრეიგელისნაირი მკვეთრი დეტალებით.
The Washington Post

უმბერტო ეკოზე გაცილებით ადრე მარგარიტ იურსენარმა დიდებული ფილოსოფიური რომანი დაწერა. რომანი ისეთივე სიამოვნებას განიჭებთ, როგორც ნამდვილი გასართობი ლიტერატურა.
Der Tagesspiegel

ოცდაორი წლის ზენონი ტოვებს სემინარიას, რათა ალქიმიკოსი-ფილოსოფოსი გახდეს. წიგნი ისე იკითხება, თითქოს გაცოცხლებული ძველი რუკაა, _ კედლებით გარშემორტყმული ქალაქებით, მდინარეებზე ნავებით, ციხე-სიმაგრეებით, ადამიანებითა და ცხოველებით. ეს რუკა დეკორით სავსე და … გობელენივით მდიდარია.
The New Yorker

მარგარიტ იურსენარი, დიდებული ფრანგი მწერალი და 346 წლის განმავლობაში საფრანგეთის აკადემიის ე.წ. „უკვდავთა“ წევრობის პატივის მქონე პირველი ქალი საოცარი ფერებითა და ძალით გადმოგვცემს ხვჳ საუკუნის ომების, რეფორმაციების, აუტო-დაფეების ეპოქას _ შუასაუკუნეებისა და აღორძინების ხანის ჭიდილს, რომლის წიაღიც უკვე შობდა ახალ სამყაროს.

ნაწარმოების სათაურად აღებულია ალქიმიკოსთა ძველი ფორმულა: შავი ნაწილი „დიდი წიგნის“ ყველაზე რთული ფაზაა. ფაზა მატერიის გახლეჩისა და დაშლისა, რომელიც ასევე გულისხმობდა აზრის გათავისუფლებას რუტინისა და ცრურწმენის ბორკილებისგან.


ISBN: 9789941094750
ყდა: რბილი
გვერდების რაოდენობა: 375
გამოცემის წელი: 2016
ღირებულება: 19.90 ლ
წონა: 340 გრ

ფორმატი: 14.5/19
Share on Facebook