MTP


»მაღალი ქერათმიანი ლამაზმანი«
კლას კარლსონი
შვედური მწერალთა კავშირი კარგს იზამდა, თუ გაარკვევდა, რა ნარკოტიკებს ხმარობს ეს მწერალი, კავშირის წევრებს რომ დაურიგოს.
Svenska Dagbladet

ყველა დროის საუკეთესო შვედური სადებიუტო რომანი – კარინ მაგნუსონი გაზეთ Aftonbladet-ის კულტურის რუბრიკის მთავარი რედაქტორი

მე კი ვიწექი წიგნით ხელში და იქამდე ვიცინოდი, სანამ სიცილი კვნესაში გადამივიდოდა
Nerikes Allehanda

თუ გნებავთ, ჩაყარეთ ქვაბში უკანასკნელი წლების შვედური სადებიუტო რომანები, შეკმაზეთ გიგანტური კრევეტკებითა და ჩილით, ხარშეთ ერთი კვირა, მაგრამ მაღალი ქერათმიანი ლამაზმანის ნახევარი გემოც არ ექნება
Svenska Dagbladet

იცით რა ხდის მაღალ ქერათმიან ლამაზმანს ასეთ ძლიერ რომანად? ის, რომ ბოლოში შვებას განიჭებთ. არა თავისი ღრმა ჩანაფიქრით, რომელიც წიგნს სინამდვილეში არა აქვს, არამედ, საკუთარი ცრემლებით, რომლის სითბოც მღელვარებას გიცხრობთ – თითქოს საკუჭნაოს კარი მოგხვდათ თავში, თქვენ კი ტკივილს ვერ გრძნობთ, რადგან დიდხანს იდექით ყინვაში და ტკივილის შეგრძნების უნარი დაკარგეთ.
Expressen

თავის ჟანრში, მაღალი ქერთამიანი ლანმაზმანი ყველაზე სასაცილო წიგნია, რაც მე ოდესმე წამიკითხავს. კაროლინ ანგბიერი, გაზეთი Bokhora (თარგმ. წიგნის მეძავი).

ცხოვრება შორეულ ჩრდილოეთში მნიშვნელოვნად შეიძლება განსხავდებოდეს იმისგან, რაც ბევრს ჩვენგანს წარმოუდგენია. რასაკვირველია, სტოკჰოლმი ცნობილია ლამაზი და შრომისმოყვარე ხალხით, ძლიერი ეკონომიკითა და დისციპლინით, მაგრამ სტოკჰოლმია ასევე: სიგიჟე, ტკბილი ცხოვრების სიყვარული, ღარიბები, სასოწარკვეთილება, ნარკოტიკები, 'არსაითი უსაქმურები', სიყვარული და მუსიკა. ბენი ტაქსის მძღოლია, რომელიც გადასახადებს ერიდება, 'შავად' დაატარებს ხალხს და თან ნარკოტიკებს ეტანება. ერთ ღამეს, როცა ის ქალაქის ჩვეულ შემოვლაზეა, მანქანაში ერთი მაღალი ქერათმიანი ლამაზი ქალი ჩაუხტება. ქერათმიანს ჰანა ჰქვია და ვიღაცას გაურბის.

კლას კარლსონი შვედი მწერალია, სამოცდაათიან წლებში იგი ჰიპური ცხოვრებით ცხოვრობდა ხმელთაშუა ზღვის სანაპიროებზე. 1978 წელს სტოკჰოლმში დაბრუნდა და მუსიკალურ და ლიტერატურულ საქმიანობას მიჰყო ხელი. უკრავდა საქსოფონზე იმ დროის საუკეთესო შვედურ ჯგუფებში, მათ შორის ელდკვარნში.

ISBN: 9789941044656
ყდა: რბილი
გვერდების რაოდენობა: 192
გამოცემის წელი: 2012
ღირებულება: 9.90 ლ
წონა: 220გრ

ფორმატი: 13.5/20

Share on Facebook