MTP


»შუშის ბავშვები«
კრისტინა ულსონი
ბილი მაშინვე ცუდად იგრძნობს თავს, როგორც კი თავისი ახალი სახლის კარის ზღურბლს გადააბიჯებს. სახლი ძველია, დანგრევის პირას მისული. კედლებიდან საღებავი ცვივა და სავსეა მტვრიანი ავეჯით, რომელიც წინა მფლობელებს დაუტოვებიათ, ორი პატარა შუშის ფიგურის ჩათვლით.

ღამით უცნაური ხმაურია. ჭერის ლამპა იდუმალად ქანაობს წინ და უკან. მაშინაც კი, როცა ქარი არ ქრის. შემდეგ ბილი აღმოაჩენს, რომ მტვრიან მაგიდაზე პატარა ხელის ანაბეჭდი გაჩნდა, არადა სახლში სხვა არავინ იყო. პატარა ბავშვის ხელის ანაბეჭდი.

ბილი დარწმუნებულია, რომ დასახლება საშინელ საიდუმლოს ინახავს სახლსა და მის წარსულზე. ნუთუ მართლა შესაძლებელია, რომ იქ მოჩვენებები ბინადრობდნენ? ან ვინ არიან იდუმალებით მოცული შუშის ბავშვები?

კრისტინა ულსონი თავდაპირველად პოლიტოლოგი იყო, რომლის ბოლო დროის გამოცდილებაც ტერორიზმის წინააღმდეგ მებრძოლი ოფიცრის საქმიანობაა. მუშაობდა შვედეთის უშიშროების სამსახურში, საგარეო საქმეთა სამინისტროსა და შვედეთის ეროვნული თავდაცვის კოლეჯში. `შუშის ბავშვები~ მისი პირველი საბავშვო წიგნია, რომელმაც შვედეთის ბესტსელერის პრიზი აიღო. წიგნი 20 ენაზეა თარგმნილი.


ISBN: 9789941853654
ყდა: რბილი
გვერდების რაოდენობა: 193
გამოცემის წელი: 2023
ღირებულება: 19.90 ლ
წონა: 330 გრ

ფორმატი: 14.5/19
Share on Facebook