MTP


»შობის დღესასწაული«
ამელი სკრამი
სიყვარული ყოველთვის ცხადი არ არის, ცხოვრება კი წინააღმდეგობებითაა სავსე. წიგნის მთავარი გმირი არნე ჰოფი პატიოსანი ადამიანია და ცდილობს თავის იდეალისტურ იდეებზე დამყარებული მართალი ცხოვრებით იცხოვროს. თუმცა მისთვის მაღალი ქრისტიანული მორალური სტანდარტებით ქალებთან ურთიერთობა რთულია. ჰოფი სიყვარულს პოულობს და ქორწინებისთვის ემზადება, მაგრამ მალე სხვა ქალებს ხვდება და აღმოაჩენს, რომ ეს ყველაფერი მოჩვენებითია. წესიერება, ეროტიკული აღტყინება, მისტიკა, თანაგრძნობა, ინტელექტუალური სიახლოვე: ქალისა და მამაკაცის ურთიერთობაში ბევრი ნიუანსია. ჰოფი ამ ყველა გამოცდილებას გაივლის. წიგნი სავსეა გრძნობებით, თანამედროვე სამყაროში არსებული ცინიზმითა და ადამიანის მიმართ რწმენისა და იმედის ნაკლებობით.

ამელი სკრამი ნორვეგიელი საკულტო მწერალი ქალია. მისი სახელი ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ ნორვეგიულ ლიტერატურულ ჯილდოს მიენიჭა. სკრამი 1846 წელს ბერგენში დაიბადა და 1905 წელს კოპენჰაგენში გარდაიცვალა. დიდ დანიელ კრიტიკოსს ედვარდ ბრანდესს, სკრამის მიერ არნე ჰოფის შინაგანი სამყაროს აღწერა შედევრად მიაჩნდა.

ISBN: 9789941053320
ყდა: რბილი
გვერდების რაოდენობა: 180
გამოცემის წელი: 2013
ღირებულება: 9.90 ლ
წონა: 220გრ

ფორმატი: 13.5/20

Share on Facebook