სიყვარული კურთხევაა… სიყვარული წყევლაა…
მიკას ცხოვრება თავდაყირა დგება, როცა ლეას შეხვდება.
როცა ცხოვრება სირთულეებითაა სავსე, უცებ ყველაფერი ცხადი და ნათელი ხდება. როცა ცხოვრებაში ყველაფერი ცხადი და აშკარაა, იქ სირთულეები ჩნდება.
ვინც არ უნდა იყო, არსებობენ ადამიანები, რომლებიც ბევრს ნიშნავენ შენთვის და არსებობენ ისეთებიც, რომლებიც ძალიან ცოტას თუ ნიშნავენ. ჩვენ ყველანი განსხვავებულები ვართ, მაგრამ ამავდროულად ერთმანეთს ვგავართ კიდეც. სხვადასხვა გზით მივდივართ, თუმცა ერთსა და იმავე სირთულეებს ვაწყდებით.
ზოგი — ფსიქიკურს, ზოგი კი — ფიზიკურს. ზოგი ყველაფერს ნათლად ხედავს, ზოგი კი — საერთოდ ვერაფერს. ზოგს ყველაფერი მკაფიოდ ესმის, ზოგს კი — არაფერი.
ეს ამბავი მიკაზეა, სანდრასა და ლეაზე. მაგრამ, რა თქმა უნდა, ასევე ბასტიზეც, ნადინზეც, ტომეკზეც, კალიმეროზეც, ფლორიანსა და სხვებზე, რომლებიც დღევანდელ გერმანიაში ცხოვრობენ, იცინიან და იბრძვიან. ეს არის ამბავი არასრულწლოვანებზე — მომხიბვლელი ისტორია, რომელიც ჩაძირულია მოზარდობის მღელვარე ტალღებსა და საკუთარი თავის აღმოჩენის სიდიადეში.
|
ISBN: 9789941886645
ყდა: რბილი
გვერდების რაოდენობა: 229
გამოცემის წელი: 2026
ღირებულება: 14.90 ლ
წონა: 290 გრ
ფორმატი: 14.5/19
|
|