MTP


»მშვენიერი ქალები წყლის პირას«
მონიკა ფაგერჰოლმი
„მშვენიერი ქალები წყლის პირას“ მონიკა ფაგერჰოლმის შესანიშნავი სადებიუტო რომანია, რომელიც შვედურენოვანი ლიტერატურის ყველაზე პრესტიჟულ ჯილდოზე — ავგუსტის პრიზზე იყო ნომინირებული. წიგნი ფინეთის სამოციან წლებზეა. ამ დროს ევროპის განაპირას მდებარე ნახევრად იზოლირებული ქვეყანა, რომელშიც საბჭოთა კავშირი დომინირებდა — ეკონომიკურად, მატერიალურად, მენტალურად და კულტურულად, — გათავისუფლებას იწყებს. ოჯახი, რომელმაც სამი წელი ამერიკაში იცხოვრა, განსხვავებული იდეებითა და ახალი არტეფაქტებით ბრუნდება და მეგობრობს ოჯახთან, რომელსაც ქვეყანა არასდროს დაუტოვებია. ისინი „ზაფხულის სამოთხეში“ ხვდებიან ერთმანეთს. ფაგერჰოლმი ქმნის ჯადოსნურ ატმოსფეროს, რომელიც მკითხველს მთლიანად იპყრობს. წიგნი ძირითადად როზასა და იზაბელაზეა, თუმცა ასევე თეთრ Chevrolet Chevelle-ზე, მერილინ მონროზე, ჟაკლინ კენედიზე, ელიზაბეტ ტეილორსა და მუსიკაზე.

მონიკა ფაგერჰოლმმა ბრწყინვალე წიგნი დაწერა. „მშვენიერი ქალები წყლის პირას“ თბილი და ძლიერი რომანია, რომელიც იმაზე მოგვითხრობს, თუ რას ველით ცხოვრებისგან — და რა გამოდის სინამდვილეში.

მონიკა ფაგერჰოლმის „მშვენიერი ქალები წყლის პირას“ თავისთავად შესანიშნავია.
— New York Times

ამ საოჯახო ზაფხულების აღწერას განსაკუთრებული ნიჭი სჭირდება. მონიკა ფაგერჰოლმს ეს ნიჭი უხვად აქვს.
— Le Point


ISBN: 9789941861086
ყდა: რბილი
გვერდების რაოდენობა: 371
გამოცემის წელი: 2026
ღირებულება: 19.90 ლ
წონა: 470 გრ

ფორმატი: 14.5/19
Share on Facebook