MTP


»ალიგატორი«
ლისა მორი
ლისა მორის ეს ჯილდოსმფლობელი რომანი გვითრევს ნიუფანლენდის დაუვიწყარი პერსონაჟების ჩახლართულ ცხოვრებაში, სადაც ერთმანეთს ეჯახება შიშველი სურვილი, ამბიცია და ლტოლვა.

ჩვიდმეტი წლის კოლინი გაქცევასა და საკუთარი თავის გარდაქმნაზე ოცნებობს. მისი დამწუხრებული დედა, ბევერლი, ცხოვრების გაგრძელებას ცდილობს. მადლენი, ხანში შესული კინორეჟისორი, თავისი ცხოვრების მთავარი ნამუშევრის დასრულებისთვის იბრძვის. და არის ფრენკიც, რომელიც ცდილობს, დაიცვას თავისი არასტაბილური საარსებო წყარო საშიში და არაპროგნოზირებადი მოწინააღმდეგისგან — სოციოპათი რუსი მეზღვაურისგან, რომელსაც ვალენტინი ჰქვია და რომლის მტაცებლური ბუნებაც საფრთხეს უქმნის ყველას, ვისაც გზად გადაეყრება.

მის მიერ შექმნილი სახეები ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებს, თითქოს გადმოცემულია არა უბრალოდ საუკეთესო სიტყვებით, არამედ ერთადერთი შესაძლო სიტყვებით. ძნელია წარმოიდგინო უფრო უხერხული სიამოვნება _ ან იქნებ უფრო სასიამოვნო უხერხულობა, _ ვიდრე კარგი, ძლიერი შავი კომედია. წიგნის სასტიკმა იუმორმა, საუკეთესო შემთხვევაში, შეიძლება ფლანერი ო’კონორი გაგახსენოთ.
— New York Times



ISBN: 9789941861390
ყდა: რბილი
გვერდების რაოდენობა: 422
გამოცემის წელი: 2026
ღირებულება: 19.90 ლ
წონა: 410 გრ

ფორმატი: 14.5/19
Share on Facebook