ეს არის ამბავი გაბრიელასი და სკანდინავიის დასავლეთ სანაპიროს არქიპელაგის, გეტებორგისა და ბუჰუსლენის. ნაწარმოები მოიცავს, კონტრაბანდისტების, კაპიტნების, მეთევზეების, ძლიერი და სუსტი ქალების, დაუნდობელი და ღირსეული კაცების ცხოვრებაaს, სიყვარულსა და სიკვდილს. გაბრიელას განსაკუთრებული სილამაზისა და ქარიზმის გამო, ნარის კუნძულის ვარდს ეძახიან. მის ცოლად შერთვაზე ბევრი ოცნებობს.
"ვარდი ნარის კუძულზე" ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და აღიარებული შვედური წიგნია. ის ემილი ფლიგარე-კარლენმა თავად ავგუსტ სტრინდბერგის დაბადებამდე შვიდი წლით ადრე დაწერა. ემილი ფლიგარე-კარლენი 1807 წელს დაიბადა. მამამისი დასავლეთ სანაპიროზე გემის კაპიტანი იყო. მას გადამზიდავი და სავაჭრო კომპანიაც ჰქონდა. ამიტომ ემილი ფლიგარე-კარლენს უკვე სიყმაწვილის წლებში საკუთარი ნავის მართვაც კი შეეძლო. ეს იყო ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ მწერალი დამაჯერებლას აღწერს ხალხისა თუ ცალკეული პირების ხასიათებს. ემილ ფლიგარე-კარლენი და სელმა ლაგერლოფი შვედურ ლიტერატურაში წამყვანი ქალი მწერლები არიან. `ვარდი ნარის კუძულზე~ ბევრისთვის გოტიკური საგა, თუმცა მას შეიძლება ეპიკური დრამაც ვუწოდოთ.
|
ISBN: 9789941066092
ყდა: რბილი
გვერდების რაოდენობა: 300
გამოცემის წელი: 2015
ღირებულება: 12.90 ლ
წონა: 320 გრ
ფორმატი: 14.5/19
|
|