MTP


»მოქანდაკის ქალიშვილი«
ტუვე იანსონი
„მოქანდაკის ქალიშვილი“ ტუვე იანსონის პირველი ნოველების კრებულია. კრებული მისი ბავშვობის მოგონებებს შეეხება.

ტუვე იანსონი 1914 წელს დაიბადა ჰელსინფორსში. იგი ფინეთის შვედურენოვან უმცირესობას ეკუთვნოდა და გაიზარდა არტისტულ, შეიძლება ითქვას ბოჰემურ ოჯახში. მამამისი მოქანდაკე იყო, დედა კი შვედეთში დაბადებული გრაფიკოს-დიზაინერი და ილუსტრატორი. ზამთარს ოჯახი ჰელსინფორსში, არტ-სტუდიოში ატარებდა, ზაფხულს კიმეთევზეების კოტეჯში, ბოირიოს არქიპელაგში. ტუვე იანსონის პირველი ილუსტრაცია მაშინ დაიბეჭდა, როცა იგი თხუთმეტი წლის იყო. მოგვიანებით სტოკჰოლმსა და პარიზში ხელოვნების სკოლებში სწავლის დასრულების შემდეგ, იანსონი ჰელსინფორსში დაბრუნდა. ამის შემდეგ დაიწყო მან მუმინტროლის თავგადასავლებსა და მათ ცნობისმოყვარე მეგობრებზე წერა. საბავშვო წიგნების ეს სერია მსოფლიოს მრავალ ენაზეა თარგმნილი. წიგნი დაწერილია მარტივი და ძლიერი პროზაული სტილით და მაინც სავსეა წარმოსახვით. ეს არის წიგნი, რომელსაც წაიკითხავ, გაუზიარებ, მერე თაროზე შემოინახავ, რომ ისევ წაიკითხო და სიამოვნება მიიღო.

ამ წიგნის კითხვისას გგონია, რომ ბავშვობაში ბრუნდები. წარმოუდგენელი რამეები ხდება, როდესაც პასუხისმგებლები ზრდასრულები არიან. უგუნურებაა, თავი მოიკატუნო, რომ იცი, მომავალში რა მოხდება.
The Observer

იოლია დაინახო როგორ გარდაისახა ეს ბავშვი, სავსე სიყვარულითა და საკვირველებით, ქალად, რომელმაც ფილოსოფიური მუმინტროლები მოგვცა.
The Scotsman


ISBN: 9789941270673
ყდა: რბილი
გვერდების რაოდენობა: 133
გამოცემის წელი: 2017
ღირებულება: 12.90 ლ
წონა: 190 გრ

ფორმატი: 14.5/19
Share on Facebook