MTP


»ოთხი გოგო და ერთი ჯინსი, მეორე ზაფხული«
ენ ბრაშერესი
იღბლიანი ჯინსის შარვალი და ოთხი მეგობარი ბრუნდებიან. ბრიჯიტი, კარმენი, ტიბი და ლენა კვლავ მოქმედებაში არიან. ცოცხალი და რომანტიკულია მათი თავგადასავლები.
The New York Times

წიგნები ხელიდან ხელში გადადის იმ გოგონებს შორის, ვინც უკვე წაიკითხა და ვინც წაიკითხავს მათი საზაფხულო ცხოვრების შესახებ.
The Guardian

ეს წიგნი საყვარელი შარვალივით ერგება მკითხველს.
USA Today

ბრაშერესის მეორე ზაფხული პირველზე უკეთესია. მან მართლა შეძლო ოთხი მეგობრის მგრძნობიარე და ნამდვილი პორტრეტების შექმნა. წიგნის ოთხი გმირი უკეთ ეცნობა, როგორც საკუთარ თავს, ისე მეგობრებს და მეორე ჯერზე მათი კავშირი უფრო ძლიერდება.
Le Figaro

გასული ზაფხულიდან დატოვებული ცოტაოდენი ქვიშით ჯიბეებში მოგზაური შარვალი და დობილები, რომლებსაც რიგ-რიგობით აცვიათ იგი, ზაფხულს ერთად იწყებენ და აღმოაჩენენ, რომ ცხოვრება სავსეა მოულოდნელი სიურპრიზებით. ბრიჯიტი ალაბამაში მიდის, რომ თვალი გაუსწოროს საშიშროებას, თავისი ოჯახის დემონს და ამასთან თავიდან აიცილოს იგი. ლენა ნეტარ კვირას ატარებს კოსტოსთან ერთად. კარმენი შეშფოთებულია, რომ დედა თავს ისულელებს. ტიბი დარწმუნებულია, რომ ზაფხულის გატარება `ვოლმენში~ მეორედ აღარ უნდა. ის მიდის ფილმების გადაღების კურსზე ვირჯინიაში, სადაც ყველაზე მეტ ცოდნას იქიდან იღებს, რაც კადრს მიღმა ხდება.


ISBN: 9789941076053
ყდა: რბილი
გვერდების რაოდენობა: 310
გამოცემის წელი: 2015
ღირებულება: 15 ლ
წონა: 320 გრ
ფორმატი: 13.5/20

Share on Facebook