ეს არის წიგნი იმაზე, როგორ იზრდები და ვითარდები. სიბრძნითა და იუმორით მოთხრობილი მაგიურ რეალობაზე, სიყვარულზე, მეგობრობაზე, სექსზე, ნარკოტიკებზე და როკ ენ როლზე. ის რაც გაბრიელ გარსია მარკესმა კოლუმბიურ სოფელზე შექმნა, მიკაელ ნიემიმ ჩრდილოეთ შვედეთის შორეულ ნაწილზე მოგვითხრო. ის ამ მშვენიერ, სასაცილო, მელანქილიურ ნოველაში ადგილობრივისგან საოცრად უნივერსალურს ქმნის.
მატის და ნიილას გონება და სხეული იცვლება. და ეს მაშინ ხდება, როცა საზოგადოებაშიც ფართე და დიადი ცვლილებებია. შემოდის როკ ენ როლი 'ბიტლზების', 'ქინქსების და ჯიმი ჰენდრიქსის სახით. ჰაერი ჟანგბადით ივსება. მშობლები და წინა თაობა ცდილობენ სიახლეს ებრძოლონ,: იმას რაც არ ესმით და არ მოსწონთ.
ექსტრაორდინალური რომანი: სასაცილო, ბილწი, უხამსი... ასეთი არასდროს არაფერი წამიკითხავს
The Observer
ცხოვრების კვალზე მიმდევარი და დიდებული. ნიემის საუკეთესო მიღწევა წინასწორობის დაცვაა ბავშვობის ფანტასტიკურ მოგონებებსა და მომავალზე ბავშვის გულუბრყვილო ოცნებებს შორის. მომავალში გახელებული ჰალუცინაციებია, მაშინ როდესაც წარსული აბსურდული და სასწაულებრივია.
Los Angeles Times Book Review
ყველაზე კარგად წელს ამ რომანით გავერთე. სიურეალისტური, მოძრავი, სიცოცხლით სავსე და ძალიან სასაცილო.
Independent on Sunday
პირველ რიგში ნება მომეცით ვაღიარო, ამ წიგნის კითხვისას, ხითხითის გამო, ბრიტანული ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაზის დატოვება მომთხოვეს და თანაც არაერთხელ. მიკაელ ნიემი გულის სითბოს ტკბილ-მწარე პოეზიაში აერთიანებს. თითოეული თავი პატარა იგავია. მარტივი, მაგრამ ღრმა ოკეანე. და ხშირად აღმოაჩენ თვალებში ცრემლი გაქვს მაშინ, როცა იცინი.
The Times
|
ISBN: 9789941052255
ყდა: რბილი
გვერდების რაოდენობა: 252
გამოცემის წელი: 2013
ღირებულება: 12.90 ლ
წონა: 300გრ
ფორმატი: 13.5/20
| |