MTP


»გვირგვინი«
სიგრიდ უნსეთი
ეს არის საოცარი ისტორია ქრისტინის, ლავრანსის ასულისა. შეუპოვარი ახალგაზრდა ქალი ეწინააღმდეგება თავის ოჯახს და გულისა და გონების კარნახით ცხოვრობს. ჩვენ მის ცხოვ­რებას ყმაწვილქალობიდან სიბერემდე ვადევნებთ თვალს. საგა მე-14 საუკუნის ნორვეგიაში ვითარდება. ქრისტინს ძლიერ უყვარდება ერლენდი, რომელიც არ მოსწონს მის მამას, ქარიზმატულ დიდგვაროვანს, ლავრანს ბიერგულფსენს. ვითარება იძაბება - ქრისტინს სურს თავისი საკუთარი გზა იპოვოს არა მხოლოდ ქორწინებაში, არამედ ცხოვრებაშიც.

`ქრისტინი, ლავრანსის ასული` ტრილოგიაა. `გვირგვინი`, მისი პირველი ტომი, პირველად 1920 წელს გამოიცა. მომდევნო წლებში მას მეორე და მესამე ტომები მოჰყვა. ტრილოგია მალევე ითარგმნა და მსოფლიოში პოპულარობაც მოიპოვა.

სიგრიდ უნსეტს ნობელის პრემია ლიტერატურაში 1928 წელს მიენიჭა. ამის ძირითადი მიზეზი იყო ფანტასტიკური საგა `ქრისტინი, ლავრანსის ასული`, რომელმაც ჟიური განსაკუთრებით მოხიბლა `ძლიერი აღწერილობისთვის ჩრდილოეთის ცხოვრებისა შუა საუკუნეებში`. სიგრიდ უნსეტსმა ნობელის პრემიის თანხა მთლიანად ქველმოქმედებას მოახმარა. პრემიის მიღებიდან ათი წლის შემდეგ, საბჭოთა კავშირის ფინეთში შეჭრის შემდეგ ნობელის პრემიის მედალი გაყიდა და მიღებული თანხა ფინელი ბავშვების დახმარების ფონდში შეიტანა. ნაცისტების ნორვეგიაში შეჭრის შემდეგ კი სამშობლო დატოვა და შეერთებულ შტატებში გადასახლდა.

უნსეტი დიდი ჰუმანისტი იყო. მას განსაკუთრებით აინტერესებდა შუა საუკუნეები და კრიტიკულად უდგებოდა თანამედროვეობას. ნობელის პრემიის საღამოზე მწერალმა განაცხადა, რომ მოწინავე ტექნოლოგიები ჯერ ვერ შეერწყა ჩრდილოეთის ჰუმანურობას. 1824 წელს უნსეტი კათოლიკე გახდა.


ISBN: 9789941069970
ყდა: რბილი
გვერდების რაოდენობა: 306
გამოცემის წელი: 2014
ღირებულება: 12.90 ლ
წონა: 330 გრ

ფორმატი: 14.5/19
Share on Facebook