დღევანდელ საქართველოში ადვილი შესამჩნევია ისეთი ტენდენციები, როგორსაც გენიალური ალფრედ ჟარი დასცინოდა და ამასხარავებდა პიესაში „მეფე უბუ“ მე-19 საუკუნის ბოლოს საფრანგეთში. როდესაც იუმორსმოკლებულ ამპარტავნებას, სისულელესა და სადიზმს ხელისუფლებაში აქვს ადგილი, ამის დაცინვა განსაკუთრებით სასიამოვნო და საჭიროა. როდესაც ხედავ და გრძნობ ავტორიტარულ ტენდენციებს საზოგადოებაში, შვებაა იმ მწერლების პოვნა, რომლებმაც ეს აშკარად დაინახეს და გაიგეს. `მეფე უბუ“ არის გროტესკული, უცნაური კომიკური პიესა, რომელიც მნიშვნელოვანია იმით, რომ არღვევს კულტურულ წესებს, ნორმებსა და კონვენციებს. ანტიგმირი, სამწუხაროდ, ბევრ დღევანდელ პოლიტიკოსს გვახსენებს გუშინდელი სულელი, მატყუარა, არაკომპეტენტური ჯამბაზები დღევანდელ მატყუარა და არაკომპეტენტურ ჯამბაზებს ჰგვანან.
მოგვიანებით მეცნიერები შეთანხმდნენ, რომ ალფრედ ჟარიმ შექმნა ის, რაც შემდეგ ცნობილი გახდა, როგორც მოდერნიზმი მე-20 საუკუნეში და არის დადაიზმის, სიურეალიზმის, ფუტურიზმისა და აბსურდის თეატრის წინამორბედი. ჟარი ასევე ითვლება დამაარსებლად პატაფიზიკისა, რომელიც ფილოსოფიის ან მეცნიერების დარგია და რომელიც მეტაფიზიკის მიღმა სამყაროში არსებულ წარმოსახვით ფენომენებს იკვლევს; ეს არის წარმოსახვითი გადაწყვეტილებების მეცნიერება.
ალფრედ ჟარის სრული ნამუშევრები პრესტიჟულ კრებულში Bibliothèque de la Pléiade სამ ტომად გამოაქვეყნა ცნობილმა ფრანგულმა გამომცემლობა Gallimard-მა. La Pléiade-ში გამოქვეყნება მწერლების ხელდასხმის ფორმაა, ამ სერიაში სიცოცხლეშივე მხოლოდ რამდენიმე მწერალი დაიბეჭდა.
|
ISBN: 97899418805462
ყდა: რბილი
გვერდების რაოდენობა: 72
გამოცემის წელი: 2023
ღირებულება: 12.90 ლ
წონა: 220 გრ
ფორმატი: 14.5/19
|
|