წიგნი, გარდა ძირითადი პოლიტიკური ანალიზისა, კულტურასაც მიმოიხილავს: ენასა და ლიტერატურას, ფილოსოფიას, მუსიკას. საინტერესოდ და დეტალურად აღწერს ფინეთის ისტორიას პრეიტორიული ხანიდან, თანამედროვე ფინეთამდე. აანალიზებს და აჯამებს იმ მოვლენესა და საკითხებს, რამაც გამოიწვია ჯერ შვედეთის, შემდეგ კი რუსეთის გაბატონება ტერიტორიაზე, რომელსაც მერე ფინეთი ეწოდა; მოგვითხრობს დამოუკიდებლობის წლებზე. იძლევა კარგად გააზრებულ, გაწონასწორებულ ანალიზს სამოქალაქო ომსა და ზამთრის ომზე, ხანგრძლივ ბრძოლებზე, ლაპლანდიის ომზე, მეორე მსოფლიო ომსა და მის გავლენაზე ფინეთის ისტორიაზე; მოგვითხრობს ევროკავშირში ფინეთის ინტეგრაციასა და ნატოსთან თანამშრომლობაზე. წიგნის ენა გასაგები და ლაკონურია. ვინმეს რომ ეთქვა, ბიბლიოთეკაში, ფინეთის ისტორიაზე, მხოლოდ ერთადერთი წიგნი შეიძლება იყოსო, მე ამ წიგნს დავდებდი.
CHOICE (Current Reviews for Academic Libraries), ACRL (Association of College and Research Libraries).
ფინეთის ისტორია კარგად დაბალანსებული წიგნია და არაჩვეულებრივად იკითხება. მეინანდერმა კარგად განჭვრიტა ფინეთის ადგილი სკანდინავიის ქვეყნებში, მათი საერთო პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული განვითარება, ევროპული პერსპექტივა.
Svenska Dagbladet, Stockholm
ჰენრიკ მეინანდერი, 2001 წლიდან, ისტორიის პროფესორია ჰელსინგფორსის უნივერსიტეტში; ავტორია მრავალი აღიარებული წიგნისა ფინეთისა და სკანდინავიის ისტორიაზე; არის შვედეთის სამეფოს მეცნიერებათა აკადემიის წევრი.
|
ISBN: 9789941077494
ყდა: რბილი
გვერდების რაოდენობა: 296
გამოცემის წელი: 2015
ღირებულება: 14.90 ლ
წონა: 325 გრ
ფორმატი: 14.5/19
|
|